ახალი ამბები
რომელ აფთიაქებში შეძლებთ თურქეთიდან იმპორტირებული წამლების შეძენას - განახლებული სია
FaceBook
თურქეთიდან იმპორტირებული წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი.
იაფი მედიკამენტები „ფარმადეპოს“, „ავერსის“, „PSP“-ს, „იმპექსის“, „GPC”-ს, „ფარმსახლის“- და „დოიჩე აფთიაქის“ ქსელშია ხელმისაწვდომი.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივ რეჟიმში იზრდება.

„თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ტემპის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სამკურნალო საშუალებებს პროაქტიულად არეგისტრირებს. აღნიშნული წესით, სააგენტომ უკვე 213 პრეპარატი დაარეგისტრირა, რომელთა ქვეყანაში შემოტანა, ფარმაცევტულ კომპანიებს კიდევ უფრო გამარტივებული წესით შეუძლიათ. ცვლილება ქვეყანაში მედიკამენტების იმპორტს კიდევ უფრო გაამარტივებს და საქართველოს ბაზარზე, ფარმაცევტული პროდუქტის ფართო ასორტიმენტის არსებობას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, მედიკამენტების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.
თურქეთიდან იმპორტირებული წამლების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად.
მედიკამენტების ჩამონათვალსა და აფთიაქების მისამართებს, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი გაეცნობით ამ ბმულზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მედიკამენტების სრული ჩამონათვალი ნახეთ აქ.



Print