ახალი ამბები
დღეს უკრაინის ქალაქებიდან 9 ჰუმანიტარული დერეფანი დაიგეგმა
FaceBook
უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, 15 აპრილს რუსულ მხარესთან 9 ჰუმანიტარული დერეფანი შეთანხმდა.

ევაკუაცია შესაძლებელი იქნება ქალაქებიდან: მარიუპოლი, ბერდიანსკი, ტოკმაკი და ენერგოდარიდან ზაპოროჟიემდე საკუთარი ტრანსპორტით.

ასევე, სევეროდონეცკი - ბახმუტის მიმართულებით (შეხვედრის ადგილი - ქიმიკოსთა გამზირი, 28).

ლისიჩანსკი - ბახმუტი (შეხვედრის ადგილი - RTI, გამარჯვების 40 წელი, სოსიურის 324).

პოპასნა - ბახმუტი (შეხვედრის ადგილი - პერვომაისკას 42).

ს. მთა - ბახმუტი (შეხვედრის ადგილი - გაგარინის ქ. 13).

რუბიჟნე - ბახმუტი
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ლუგანსკის რეგიონში ჰუმანიტარული დერეფნები იმუშავებს იმ პირობით, თუ შეწყდება საოკუპაციო ძალების მიერ დაბომბვა.

უკრაინაში 51 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტების ალყაში იყო, 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა დახვრეტილია ან წამებით არის მოკლული. რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს ქალები და ბავშვები.

უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.
Print