ახალი ამბები
ბუჩაში მოკლულთა 85% დახვრეტილია" - ბუჩას მერი
FaceBook
უკრაინის ქალაქ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტებისგან 3 აპრილს გათავისუფლდა, მოკლულთა 85%-ს ნატყვიარი აქვს, რაც რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების განზრახ მკვლელობაზე მიუთითებს.

ამის შესახებ ბუჩას მერი ანატოლი ფედორუკი საუბრობს.

"ცხედრების თითქმის 85%-ს, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ მასობრივი საფლავებიდან, პარკებში, სკვერებში, ეზოებში, ტყვიის კვალი აქვთ, ანუ ბუჩაში განზრახ მკვლელობა მოხდა",
- განაცხადა ანატოლი ფედორუკმა.

მერის ინფორმაციით, დღეს სავარაუდოდ, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე, სადაც მეორე მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, დაღუპული მოქალაქეების ცხედრების ამოყვანის სამუშაოები დასრულდება.

უკრაინაში 51 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები.
Print