ახალი ამბები
ქუთაისში, ქართველმა და უკრაინელმა ბავშვებმა ერთობლივად ხეები დარგეს
FaceBook
ქუთაისში, ნიკო ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმის ეზოში უკრაინელმა ბავშვებმა ხეები დარგეს.
უკრაინიდან დევნილებმა სიმბოლურად ხეივანი  ადგილობრივ თანატოლებთან ერთად გააშენეს. 

აქციის ორგანიზატორების თქმით, აქცია-პერფორმანსის მიზანი უკრაინელი ხალხისადმი კიდევ ერთხელ მხადაჭერა და ქალაქში მყოფი უკრაინელებისადმი პატივისცემის გამოხატვაა. 

"Ჩვენი მოსწავლეები უკრაინელ ბავშვებს დიდი სიყვარულით ელოდნენ. ახლა უკრაინელებისადმი ნებისმიერი სახის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს", - ამბობს ნიკო კინოლაძის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ლალი სალდაძე.

ღონისძიებას ორგანიზება  ,,ნაციონალური მოძრაობის''  წარმომადგენლებმა  გაუწიეს. 

უკრაინაში 50 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. აწამებენ, აუპატიურებენ და ხვრეტენ ადამიანებს. სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ადგილობრივები პოულობენ მასობრივ საფლავებს, დახვრეტილ ადამიანებს სარდაფებში.

უკრაინის გენერალურ პროკურატურას ათასობით სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული რუსი სამხედროების წინააღმდეგ, მსოფლიო ლიდერები კი საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება მოუწევს.


Print