ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომის 50-ე დღეს
FaceBook
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განახლდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგები ასეთია: 

პერსონალი – დაახლოებით 19 900 ადამიანი; 

ტანკი – 753 ერთეული;

ჯავშანტექნიკა / APV – 1 968 ერთეული;

საარტილერიო სისტემა – 366 ერთეული;

MLRS – 122 ერთეული;

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 64 ერთეული;

თვითმფრინავი – 160 ერთეული;

ვერტმფრენი – 144 ერთეული;

საავტომობილო მანქანა – 1 437 ერთეული;

გემი/ნავი – 7 ერთეული;

საწვავის ავზი – 76 ერთეული;

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 134;

სპეციალური აღჭურვილობა – 25;

მობილური SRBM სისტემა – 4;

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც. მათი მონაცემებით, უკრაინის დანაკარები ასე გამოიყურება :

130 თვითმფრინავი;

103 შვეულმფრენი;

447 უპილოტო საფრენი აპარატი;

2 173 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;

244 საზენიტო სარაკეტო სისტემა;

243 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;

937 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;

2 082 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 50 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. აწამებენ, აუპატიურებენ და ხვრეტენ ადამიანებს. სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ადგილობრივები პოულობენ მასობრივ საფლავებს, დახვრეტილ ადამიანებს სარდაფებში.

უკრაინის გენერალურ პროკურატურას ათასობით სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული რუსი სამხედროების წინააღმდეგ, მსოფლიო ლიდერები კი საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება მოუწევს.
Print