ახალი ამბები
უკრაინაში დღეს 9 ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყობა
FaceBook
უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის ინფორმაციით,  ალყაში მყოფ   ქალაქებში ჩარჩენილი მოსახლეობის ევაკუაციისთვის 9 ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყობა.
ამის შესახებ ინფორმაციას ვიცე-პრემიერი ავრცელებს. 

ირინა ვერეშუკის თქმით, კორიდორები ქალაქ ბერდიანსკში, ტოკმაკში, ენერგოდარსა და მარიუპოლში მოეწყობა, რომლებიც კვირების განმავლობაში, ალყაში იმყოფებიან. ვერეშუკმა დასძინა, რომ საევაკუაციო მარშრუტები ლუგანსკის რეგიონშიც იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის საოკუპაციო ძალები დაბომბვებს შეწყვეტენ.

უკრაინაში 50 დღეა ომია.

Print