ახალი ამბები
"რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიოს 1/5, შესაძლოა, შიმშილამდე მიიყვანოს" - გაერო
FaceBook
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი, რუსეთ-უკრაინის ომის მსოფლიო ეკონომიკაზე მკვეთრად ნეგატიური გავლენის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, ეს ომი მსოფლიოს მოსახლეობის 1/5-ზე მეტს შიმშილამდე მიიყვანს.

"უკრაინის ომმა შეიძლება მსოფლიოს მოსახლეობის 1/5-ზე მეტი მიიყვანოს სიღარიბემდე და შიმშილამდე, რაც ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა", -
აცხადებს გუტიერესი.
ცოტა ხნით ადრე, მან ისაუბრა მარცვლეულისა და ზეთის მარაგებზე, რომელთა დიდი პროცენტი სწორედ უკრაინასა და რუსეთზე მოდის.
"მსოფლიო ბაზარზე გაყიდული ხორბლის დაახლოებით მესამედი, სიმინდის მეხუთედი და მზესუმზირის ზეთის სამი მეოთხედი მოჰყავთ რუსეთსა და უკრაინაში", -  თქვა მან.
გაეროს გენერალური მდივანი, ომის ზეგავლენისგან ყველაზე დაბალი სოციალური ფენების დაცვას მხოლოდ მშვიდობაში ხედავს.

უკრაინაში 50 დღეა ომია.
Print