ახალი ამბები
რუსეთის მთავრობა ომში დაობლებულ უკრაინელ ბავშვებს რუსულ ოჯახებში გაშვილებას უპირებენ
FaceBook
რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტრო ამზადებს, როგორც თავად უწოდებენ,  საერთაშორისო ხელშეკრულებებს,
რომლებიც უკრაინიდან ჩამოყვანილი ომში დაობლებული ბავშვების რუსულ ოჯახებში გაშვილების სამართლებრივ შესაძლებლობებს შექმნის.


ამის შესახებ 13 აპრილს განაცხადა სამინისტროს ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა ლარისა ფალკოვსკაიამ.

ინფორმაციას TASS ავრცელებს.

"ჩვენ ბევრს ვმუშაობთ საერთაშორისო ხელშეკრულებების შემუშავებაზე, რომლებიც საშუალებას მოგვცემს გადავიყვანოთ ჩამოსული ბავშვები რუსეთის მოქალაქეების ოჯახებში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უკვე მოვამზადეთ პირველი ორი ასეთი ხელშეკრულების პროექტი, მათი სამართლებრივი განხილვა განათლების სამინისტროში მიმდინარეობს",
- აღნიშნა ფალკოვსკაიამ.

მან არ დააკონკრეტა საკითხი დროებით მოვლას ეხებოდა თუ გაშვილებას. ფალკოვსკაიას თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება დოკუმენტების გაგზავნა იუსტიციის სამინისტროში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ე.წ. ДНР და  ЛНР -ის მეურვეობისა და მეურვეობის ორგანოებში შესაბამისი კონსულტაციებისთვის.

მან აღნიშნა, რომ 2000-ზე მეტი ობოლი რუსეთში ე.წ. დონეცკის და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან და უკრაინიდან ჩამოვიდა.

"ამჟამად ასეთი 2161 ბავშვია", - განაცხადა ფალკოვსკაიამ.

მისი განმარტებით, უკრაინის ე.წ. "გათავისუფლებული ტერიტორიებიდან"  სკოლამდელი ასაკის 368 ბავშვი და 1683 სკოლის მოსწავლე წამოიყვანეს. 

რუსეთის დუმა ასევე განიხილავს საკითხს, რომელიც ბავშვებისთვის, რომლებმაც არ იციან რუსული ენა, ბანაკების შექმნას, სადაც მათ რუსულს ასწავლიან. 

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინიდან 500 ათასი ადამიანი გაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე. 

უკრაინაში 49 დღეა ომია. რუსი აგრესორები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ. ომის შედეგად დაიღუპა 191-ზე მეტი ბავშვი. რუსმა აგრესორებმა წამებით მოკლეს ათობით ბავშვი ბუჩასა და მარიუპოლში.
Print