ახალი ამბები
ხარაგაულში, სკოლის ეზოში მეწყერი ჩამოწვა
FaceBook
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ საღანძილის სკოლის ეზოში, სადაც 54 მოსწავლე სწავლობს მეწყერი ჩამოწვა.

შემთხვევა დილით მოხდა. 

საღანძილის მაჟორიტარი დეპუტატის და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძის თქმით, მეწყრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

"ჯერჯერობით არ ვიცი როდის განახლდება სწავლა, უახლოეს დღეებში გეოლოგები შეისწავლიან ამ ადგილს და ზუსტად დადგინდება რა არის საჭირო",  - ამბობს დავით კიკნაძე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ საღანძილის სკოლაა.

ფოტო: "ჩემი ხარაგაული"



Print