ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის ომში 20 ჟურნალისტია დაღუპული
FaceBook
უკრაინაში 49 დღიანი ომის განმავლობაში 20 ჟურნალისტია დაღუპული.

რუსეთის სამხედრო აგრესიას ემსხვერპლნენ როგორც უკრაინელი, ასევე, უცხოელი ჟურნალისტები. უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნულმა კავშირმა უკრაინაში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილთა სია გამოაქვეყნა. 

"ეს ომი არავის ზოგავს: ჯარისკაცებს, მშვიდობიან მოსახლეობას, მედიის წარმომადგენლებს სიცოცხლეს ართმევს – რუსები გენოციდს ჩადიან, კლავენ ყველას, განურჩევლად ასაკისა, სქესის, ეროვნებისა თუ პროფესიისა"
, - წერს უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი.

უკრაინაში 49 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. აწამებენ, აუპატიურებენ და ხვრეტენ ადამიანებს. სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ადგილობრივები პოულობენ მასობრივ საფლავებს, დახვრეტილ ადამიანებს სარდაფებში.

უკრაინის გენერალურ პროკურატურას ათასობით სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული რუსი სამხედროების წინააღმდეგ, მსოფლიო ლიდერები კი საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება მოუწევს.
Print