ახალი ამბები
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 26 ათასზე მეტი ბავშვი დაიბადა
FaceBook
უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე 26 ათასზე მეტი ბავშვი დაიბადა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის სახლი ავრცელებს. საომარი მოქმედებების პირობებში, ბავშვები ბუნკერებში, მეტროებსა და სხვა თავშესაფრებში იბადებიან.

იუსტიციის სახლის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი ლვოვის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ვინიცის, ტრანსკარპატისა და ივანო-ფრანკივსკის რაიონებში დაიბადა.


იუსტიციის სახლის ინფორმაციით, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დღიდან დღემდე უკრაინაში 24 840 ქორწინება დარეგისტრირდა.

უკრაინაში 49 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა.

უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. აწამებენ, აუპატიურებენ და ხვრეტენ ადამიანებს. სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ადგილობრივები პოულობენ მასობრივ საფლავებს, დახვრეტილ ადამიანებს სარდაფებში.

უკრაინის გენერალურ პროკურატურას ათასობით სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული რუსი სამხედროების წინააღმდეგ, მსოფლიო ლიდერები კი საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება მოუწევს.

Print