ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 49-ე დღეს
FaceBook
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 12 საათის განმავლობაში რუსეთი განაგრძობს ხარკოვისა და ზაპოროჟიის ოლქებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას. 

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინაში ე.წ. "მოხალისეების" გაგზავნას. არსებული ინფორმაციით, მტრების მიერ ლენინგრადის რაიონში დაახლოებით 400 კაციანი ბატალიონი შეიქმნა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის არმიამ მოიგერია მტრის ექვსი შეტევა, გაანადგურეს ორი მანქანა და მტრის სამი საარტილერიო სისტემა დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგები  ასე  გამოიყურება:

პერსონალი დაახლოებით 19 800 ადამიანი; 

ტანკები - 739 ;

ჯავშანმანქანები ჯავშან მანქანები - 1964; 

საარტილერიო ტექნიკა - 358; 

ჰაერსაწინააღმდეგო საბრძოლო იარაღი - 64; 

თვითმფრინავი - 158; 

ვერტმფრენები - 143; 

მანქანები - 1429; 

გემები - 7 ; 

საწვავის ავზები - 76; 

UAV 132-ტაქტიკური დონე - 132; 

აღჭურვილობა  - 25.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რწმუნებით ე.წ. სპეცოპერაციის დაწყებიდან განადგურდა: 130 თვითმფრინავი, 99 შვეულმფრენი, 244 საზენიტო-სარაკეტო სისტემა, 445 უპილოტო საფრენი აპარატი, 2153 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანტექნიკა, 241 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური, 924 საველე საარტილერიო იარაღი და ნაღმტყორცნები, ასევე 2063 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა.

უკრაინაში 49 დღეა ომია.
Print