ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში სარვამარტოდ 18 000 ლარამდე პრემია გაიცა
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულმა ქალბატონებმა სარვამარტოდ პრემიები მიიღეს.

პრემები ასევე მიიღეს, მერიის დაქვემდებარებულ უწყებებში დასაქმებულმა ქალბატონებმაც. სარვამარტოდ გაცემული პრემიის ოდენობა თითოეულზე 100-100 ლარით განისაზღვრა.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას განმარტებით, მერიაში გაცემული პრემიის ოდენობამ 18 000 ლარი შეადგინა.
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, ადრე  სარვამარტო პრემიებს ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული ქალბატონების გარდა, მამაკაცებიც იღებდნენ.
თეკლე მორგოშია
Print