ახალი ამბები
დღეს, უკრაინაში ჰუმანიტარული კორიდორების გახსნა ვერ მოხერხდება
FaceBook
უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის  განცხადებით, ალყაში მყოფ ქალაქებში, დღეს ჰუმანიტარული კორიდორების გახსნა ვერ მოხერხდება.
ირინა ვერეშჩუკმა აღნიშნა, რომ კორიდორების ხელახალი გახსნისთვის, მუშაობა მიმდინარეობს.

"ზაპორიჟიას რეგიონში ოკუპანტებმა საევაკუაციო ავტობუსები გადაკეტეს, ლუგანსკის რეგიონში კი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს არღვევენ. ოკუპანტები არა მხოლოდ უარყოფენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს, არამედ ვერ აკონტროლებენ თავიანთ ხალხს თავიანთ ადგილებზე. ეს ყველაფერი იმ დონის საფრთხეს ქმნის მარშრუტებზე, რომ დღეს იძულებული ვართ თავი შევიკავოთ ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისგან. მაგრამ, ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დერეფნები რაც შეიძლება მალე გაიხსნას. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ჩვენს უკრაინას!"- წერს ვერეშჩუკი. 

უკრაინაში ომის 49-ე დღეა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო.

ამ დროის შემდეგ იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. ქალაქ ბუჩადან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა ასობით ნაწამები და დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 170-ზე მეტი ბავშვია მოკლული
Print