ახალი ამბები
უკრაინამ შესაძლოა, ომის დასრულებამდე, რუსული მუსიკა აკრძალოს
FaceBook
უკრაინამ შესაძლოა აკრძალოს რუსული მუსიკა რადიო-ტელევიზიაში - შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

კანონპროექტის თანახმად, რუსული მუსიკა არ უნდა ისმოდეს:

რადიოსა და ტელევიზიაში;

გასართობ დაწესებულებებში;

საზოგადოებრივ ტრანსპორტში (საჯარო და კერძო გადამზიდავებისგან);

საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კულტურულ და რეკრეაციულ დაწესებულებებში;

სასტუმროებსა და სარესტორნე ბიზნესში;

კინოთეატრებში;

საჯარო სივრცეებში.

აკრძლვა მოიცავს ომის დასრულებამდე პერიოდს, კერძოდ, უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის განთავისუფლებამდე.

კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინული მუსიკის კვოტების გაზრდას მუსიკალურ რადიოსადგურებსა და მუსიკალურ ტელეარხებზე - 50%-მდე. ახლა მათი რაოდენობა - 35%-ია.

უკრაინაში ომის 48-ე დღეა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო.

ამ დროის შემდეგ იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. ქალაქ ბუჩადან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა ასობით ნაწამები და დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 170-ზე მეტი ბავშვია მოკლული

Print