ახალი ამბები
რუსეთი საკუთარ ტერიტორიებს დაბომბავს ანტიუკრაინული ისტერიის გასაღვივებლად - უკრაინის დაზვერვა
FaceBook
რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავს ანტიუკრაინული ისტერიის გასაღვივებლად.

ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილო ბუდანოვი ავრცელებს.

ბუდანოვის ცნობით, რუსული სპეცსამსახურები რუსულ დასახლებებში საცხოვრებელი კორპუსების, საავადმყოფოების და სკოლების დანაღმვასა და აფეთქებას გეგმავს. ასევე, ქალაქ ბელგოროდზე ან ყირიმის რომელიმე ქალაქზე სარაკეტო თავდასხმას აპირებს.

უკრაინული დაზვერვის ცნობით, რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის გეგმის ჩავარდნა აიძულებს პუტინის რეჟიმს წამოიწყოს ბინძური სცენარები, რათა რუსები უკრაინელების წინააღმდეგ განაწყოს. შექმნას ისეთი სურათი, რომ  თითქოსდა რუსეთის ქალაქებზე თავდასხმები ბუჩასა და კრამატორსკის გამო უკრაინელების შურისძიებაა.

უკრაინაში ომის 48-ე დღეა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. ქალაქ ბუჩადან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა ასობით ნაწამები და დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 170-ზე მეტი ბავშვია მოკლული

Print