ახალი ამბები
NASA-ს პროექტით გორის ქალთა გუნდის სიმღერები მთვარეზე გაიგზავნება 
FaceBook
აშშ- ს აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს - NASA - National Aeronautics and Space Administration - ის,
კომპანია SpaceX-ის და Astrobotic Technology- მხარდაჭერით კორპორაცია Incandence Corp-მა შექმნა ციფრული არქივი, სახელწოდებით Lunar Codex (იდეის ავტორი Dr. Samuel Peralta), რომელიც გაიგზავნება მთვარეზე. 

არქივში შესულია ხელოვანების სხვადასხვა ნამუშევრები მსოფლიოს 90 ქვეყნიდან.

საქართველოდან კი გორის ქალთა გუნდის სამი სიმღერა შეირჩა.

სამხატვრო ხელმძღვანელის თეონა ცირამუას გადაწყვეტილებით,  ამ პროექტისთვის გაგზავნილია სამი ნამუშევარი. ორი ნაწარმოები "ეგზერსისი" და "ლაშარის გზაზე", რომელიც  კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძეს ეკუთვნის, ხოლო მესამე არის ქართული (აფხაზური) ხალხური სიმღერა "ვარადო" (სოლისტები თ. ცირამუა, თ. პავლიაშვილი).

ყველა ეს ნამუშევარი მოთავსდება მე -2 კაფსულაში და მთვარეზე დაჯდება 2024 წელს.
Print