ახალი ამბები
„რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა 2035 წლამდე გაგრძელდეს“- არესტოვიჩი
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი სამხედრო საკითხებში ოლექსი არესტოვიჩი უკრაინას ახალ ისრაელს უწოდებს.

ისრაელის მსგავსად, პრეზიდენტის მრჩეველი რუსეთთან რეგულარულ შეტაკებებს პროგნოზირებს.

"რეგულარული შეტაკებები მოხდება ყოველ 2-5 წელიწადში ერთხელ და დიდი ომები ყოველ 7-8 წელიწადში ერთხელ",
- მიაჩნია არესტოვიჩს.

არესტოვიჩის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა 2035 წლამდე გაგრძელდეს. რეგულარული შეტაკებები "გარანტირებულია" მინიმუმ მომდევნო 13 წლის განმავლობაში.

არესტოვიჩი დღევანდელ სიტუაციას, რომელშიც უკრაინა იმყოფება, ადარებს ისრაელისა და არაბული სამყაროს კონფლიქტს, როდესაც მოწინააღმდეგეს ხუთი ომი დასჭირდა იმის გასაგებად, რომ პრობლემის გადასაჭრელად სხვა მეთოდები უნდა მოეძებნა.

უკრაინაში ომის 47-ე დღეა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. ქალაქ ბუჩადან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა ასობით ნაწამები და დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 170-ზე მეტი ბავშვია მოკლული
Print