ახალი ამბები
საქართველო პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით
FaceBook
საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით. 

ამ ინფორმაციას საქართევლოს ფოსტა ავრცელებს, როგორც თავად აქვთ მითითებული "Ukrposhta“-ს მონაცემებზე დაყრდნობით.

ამავე უწყების ცნობით, საქართველო იმ 14 ქვეყანას შორისაც დასახელდა, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აძლევს საშუალებას უფასოდ გააგზავნონ საფოსტო გზავნილები (ამანათები) უკრაინის მიმართულებით მათთვის სასურველ ადრესატებთან.

"უკრპოშტის" მონაცემებით, მეორე ადგილზეა რუმინეთი - 80 ტონა ჰუმანიტარული ტვირთით, მესამეზე კი ბელგია 40 ტონა ტვირთით.

უკრაინის ფოსტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია 1-ლი აპრილის მონაცემებს ასახავს.

უკრაინაში ჰუმანიტარულ ტვირთებს ფოსტით ძირითადად მოქალაქეები აგზავნიან. აღნიშნული 400 ტონა დახმარება უმეტესად აქტივისტების ჯგუფების კერძო სექტორის ფირმებისა და კომპანიების, მედიაორგანიზაციების, სკოლებისა უნივერსიტეტების და ა.შ. გაგზავნილია. 
სახელმწიფოები და ხელისუფლებები ჰუმანიტარულ ტვირთებს თვითმფრინავებით აგზავნიან.88

უკრაინაში ომის 47-ე დღეა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. ქალაქ ბუჩადან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა ასობით ნაწამები და დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 170-ზე მეტი ბავშვია მოკლული
Print