ახალი ამბები
დიდთოვლობის გამო ქუთაისის მერიაში საგანგებო შტაბი შეიქმნა
FaceBook
ქუთაისში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს გადააჭარბა. დიდთოვლობამ გადაადგილების პრობლემები შექმნა ზოგიერთ უბნებში. გზების გაწმენდითი სამუშაოები ძირითადად ქალაქის ცენტრაულ ნაწილში განხორციელდა.

" ჩვენ შევქმენით საგანგებო შტაბი, თუმცა ჯერჯერობით რაიმე სერიოზულ პრობლემასთან საქმე არ გვქონია. ადგილობრივი ძალებით შევძელით თოვლთან გამკლავება. გვაქვს საკმარისი ტექნიკური საშუალებები და ახალი სპეციალური ავტომანქანები"- განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

ქუთაისის მერიამ 270 ათასი ლარის ღირებულების სპეცტექნიკა 2014 წელს შეიძინა.
Print