ახალი ამბები
კიევის მახლობლად, სოფელ ბუზოვაიაში 50-ზე მეტი მოკლული იპოვეს
FaceBook
კიევის მახლობლად სოფელ ბუზოვაიაში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს.

ადგილობრივთა ინფორმაციით, 50-ზე მეტი ადამიანის ცხედარია ბერეზოვკადან დმიტროვკამდე მიმავალ გზაზე. ადგილობრივებმა იპოვეს დამწვარი მანქანა, სადაც ბავშვის ცხედარი იყო.

უკრაინაში 47 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. აწამებენ, აუპატიურებენ და ხვრეტენ ადამიანებს. სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ადგილობრივები პოულობენ მასობრივ საფლავებს, დახვრეტილ ადამიანებს სარდაფებში.

უკრაინის გენერალურ პროკურატურას ათასობით სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული რუსი სამხედროების წინააღმდეგ, მსოფლიო ლიდერები კი საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება მოუწევს.
Print