ახალი ამბები
ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი საქართველოს დღეს გადაეცემა
FaceBook
საქართველო ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს დღეს მიიღებს.

ამის შესახებ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიმ "ტვიტერზე" დაწერა.

"ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა კითხვარი უკრაინას გუშინ გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას. პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროკავშირის საბჭო",
- წერს ოლივერ ვარჰეი "ტვიტერზე".

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განცხადებას ხელი 3 მარტს მოაწერა. ამ პროცესს წინ  უძღოდა ( და  დააჩქარა კიდეც)  უკრაინის მხრიდან, საომარ პირობებში ევროკავშირში  წევრობაზე  გაკეთებული განაცხადი. 




Print