ახალი ამბები
"მაიმუნის წელიწადია და ბანანი ძვირად ფასობს“
FaceBook
ქუთაისის  ბაზრებსა და სუპერმარკეტებში, საახალწლოდ ბანანის ფასი გაორმაგდა.

ერთი კილოგრამი ბანანის ფასი ბაზარში ამ დროისთვის 7ლარიდან  8 ლარამდე მერყეობს, ხოლო სუპერმარკეტებში ბანანის ფასი 8-9 ლარსაც აღწევს.
როგორც მოვაჭრეებმა "ქუთაისიპოსტს" განუმარტეს ბანანი ბაზარში ძვირად მომწოდებებმა შეიტანეს.

"მომწოდებლებმა შემოიტანეს საკმაოდ ძვირ ფასებში. ისინი ამ გაძვირებას მოთხოვნის მატებას უკავშირებენ,"- აცხადებენ მოვაჭრეები.
მოვაჭრეების ნაწილი ბანანის ფასის მატებას მაიმუნის წელს უკავშირებენ.

"წელს მაიმუნის წელიწადია და ბანანი ძვირად ფასობს, " - ამბობენ მოვაჭრეები.

მოვაჭრეები არ გამორიცხავენ, რომ ბანანის ფასი შესაძლოა კვლავ გაძვირდეს.

გასული წლის 30 დეკემბრამდე ერთი კილოგრამი ბანანის ფასი ქუთაისში 3 დან 4 ლარამდე იყო.

Print