ახალი ამბები
ქუთაისში საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის დაღუპულებს პატივს მიაგებენ
FaceBook
9 აპრილს ქუთაისში მდუმარე აქცია გაიმართება.

საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ დღეს, ადგილობრივები სანთლებითა და ყვავილებით შეიკრიბებიან და 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას კიდევ ერთხელ გაიხსენებენ.

აქციის მონაწილეები პატივს მიაგებენ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში საბჭოთა რუსეთის ჯარმა მოკლა.

მდუმარე აქციაზე ასევე გაიხსენებენ უკრაინაში, რუსული ჯარის მიერ სასტიკად მოკლულ ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ რუსეთის, როგორც ბოროტების სიმბოლოს მოქმედებებს უკრაინაში.

2022 წლის 9 აპრილს 33 წელი შესრულდა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული ანტისაბჭოთა აქცია სასტიკად დაარბია რუსულმა ჯარმა. საბჭოთა არმიამ ორლესული ნიჩბებით საქართველოს 21 მოქალაქე მოკლა. დემონსტრაციის დასაშლელად გამოყენებული იყო მხუთავი აირი, რომელმაც ასობით ადამიანი მოწამლა. გარდაცვლილთა უმეტესობა ახალგაზრდა იყო, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც.
Print
თეგები: #9 აპრილი