ახალი ამბები
ბაიდენმა რუსეთიდან ენერგორესურსების აკრძალვის კანონს ხელი მოაწერა
FaceBook
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ორ კანონს მოაწერა ხელი.


ერთი კანონი კრძალავს რუსეთიდან ენერგორესურსების, მათ შორის ნავთობის, ნახშირის და ბუნებრივი აირის იმპორტს, ხოლო მეორე აჩერებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან და ბელორუსიასთან და მათ საქონელზე უფრო მაღალ გადასახადებს აწესებს.

ამერიკამ რუსეთს უკვე დაუწესა სხვა სანქციებიც. რუსეთში აკრძალულია ამერიკული დოლარის გაყიდვა და მიწოდება. აშშ რუსეთისგან აღარ ყიდულობს ზღვის პროდუქტებს, რუსულ არაყს და ძვირფას ქვებს. ამერიკამ ასობით მილიონი დოლარის ღირებულება ქონება ჩამოართვა მის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქებსა და მაღალი თანამდებობის პირებს.
Print