ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 9 აპრილთან დაკავშირებით, 15 მსჯავრდებული შეიწყალა.

პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტის მიხედვით, შეწყალებულთა შორის 7 ქალია. ისინი პენიტენციურ დაწესებულებებს დღეს დატოვებენ. აქტის მიხედვით, 15 შეწყალებულ მსჯავრდებულს შორის 6 უკრაინის მოქალაქეა.

შეწყალება არის საქართველოს პრეზიდენტის ინდივიდუალური აქტი, რომელიც ხორციელდება განსაზღვრულ პირთა მიმართ. შეწყალების აქტით, მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს როგორც სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ასევე, შეუმცირდეს ან შეეცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. შეწყალებას ხშირად "კერძო ამნისტიას" უწოდებენ, რომელიც გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც თავს ცნობენ დამნაშავედ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და პირადად ითხოვენ შეწყალებას.
Print