ახალი ამბები
სარაკეტო თავდასხმა დონეცკის ქალაქ კრამატორსკის სადგურზე - არიან დაღუპულები
FaceBook
რუსმა ოკუპანტებმა, დონეცკის ოლქში კრამატორსკის რკინიგზის სადგურს დაარტყეს, სადაც ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი ევაკუაციას ელოდებოდა.

ინფორმაციას ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  სოციალურ ქსელში ავრცელებს.  

"30-მდე ადამიანი დაიღუპა, 100-მდე ადამიანი დაშავდა სხვადასხვა ხარისხის სიმძიმის. პოლიცია და მაშველები უკვე ადგილზე არიან. რუსები არაადამიანები მეთოდებს არ ტოვებენ. ძალა და გამბედაობა არ აქვთ, რომ ბრძოლის ველზე ჩვენს წინააღმდეგ დადგნენ, ისინი ცინიკურად ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის ბოროტება, რომელსაც საზღვარი არ აქვს და თუ ეს არ დაისჯება, ის არასდროს გაჩერდება". 



დონბასელი სეპარატისტული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენლები  ამბობენ, რომ სადგურზე თავდასხმა თავად უკრაინელებმა განახორციელეს. 

ასეთი ბრალდება, მტრების მხრიდან პირველი შემთხვევა არ არის.  ისინი მათი სამხედროების სისასტიკეს ბუჩაშიც უარყოფენ

დღეს, მშვიდობიანი მოქალაქეების გასაყვანად ათი  ჰუმანიტარული დერეფანი იყო დაგეგმილი, თუმცა  უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის გზაზე, რუსმა ოკუპანტებმა ჰუმანიტარული ავტობუსების კოლონა გაიტაცეს.

უკრაინაში 42 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, 7 ათასამდე სამოქალაქო პირია დაღუპული. განადგურებულია შენობების დიდი ნაწილი.

Print