ახალი ამბები
საქართველოში 20 723 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება
FaceBook
3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში  20 723 უკრაინელი ლტოლვილია , - ამის შესახებ  საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვიმ განმარტა.

"საქართველოში 20 723 უკრაინელი ლტოლვილია, მათ შორის 4 500 არის ბავშვი. ბოლო დროს უკრაინის საელჩოში მოსული საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილების უმრავლესობა მარიუპოლიდანაა. ეს მოქალაქეები, მტრის ტერიტორიის გავლით, ძალიან რთული გზით ჩამოდიან საქართველოში თავშესაფრის მოსაძებნად.

ვმუშაობთ განათლების მიმართულებით, ასევე მერიასთან და ტურიზმის სააგენტოსთან. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ“,
- ამბობს  კასიანოვი.

უკრაინაში ომის 44 დღეა. 

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბებოდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქ ბუჩიდან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა 10-ობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 160-ზე მეტი ბავშვია მოკლული.
Print