ახალი ამბები
"ჩვენ, მერები მზად ვართ ვიმუშაოთ, რათა ყველა ბავშვის უფლება თანაბრად იყოს დაცული"
FaceBook
დღეს, ქუთაისში აკაკი წერეთლის სახლემწიფო უნივერსიტეტში შვიდი ქალაქის მერმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის ფარგლებში 2022 წლისთვის უნდა შეიმუშავონ ბავშვებსა და მათ საჭიროებაზე მორგებული სოციალური პროგრამები.

მერების შეკრება გაეროს ბავშვთა ფონდისა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით მოხდა, რომლის ფარგლებში ხელი ათი ქალაქის მერს  უნდა მოეწერა, თუმცა, ღონისძიებაზე სამი (დუშეთის, ქარელის და მარნეულის მერები) ქალაქის ხელმძღვანელი არ მივიდა.



ბავშვებზე ზრუნვის და მათი უფლებების თანაბრად დაცვის მომარანდუმს ხელი ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის, თელავის, ამბროლაურის, ახალციხის და ოზურგეთის ქალაქის მერებმა  მოაწერეს. 

შეხვედრას  გაეროს  ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ოღან ხალილი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის, და ჯანდაცვის სამიმინისტროს წარმომადგენლებიც დესწრნენ.

"ადგილობრივ თვითმმართველობას ძალზე მნიშვნელოვანი როლი უკავია ბავშვთა დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის საქმეში. ევროკავშირის დიდი მხარდაჭერით და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან პარტნიორობით გავაგრძელებთ მუნიციპალიტეტების დახმარებას, რათა მათ შეძლონ თავიანთ თემში ბავშვათა უფლებების დაცვა",
- განმარტა ოღან ხალილიმ.

პროექტი "ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში" ერვოკავშირის მიერაა დაფინანსებული, რომელიც მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად კანონმდებლობის, პოლიტიკისა და სახელმძღვანელო პრინციპების გაუმჯობესებას; პროფესიული სამუშაო ძალის შესაძლებლობების გაძლიერებას საქართველოში ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე.
Print