ახალი ამბები
„რუსეთთან ურთიერთობის ეპოქა დასრულდა" - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
FaceBook
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა  ცივი ომის ეპოქის დიპლომატიის დაბრუნების შესახებ განაცხადა. 

მისი თქმით,  "რუსეთთან ურთიერთობის ხანა დასრულდა". შეთანხმება, რომელშიც ნატო და მოსკოვი "ერთმანეთს მოწინააღმდეგეებად არ თვლიან", მკვდარია.

ინფორმაციას გამოცემა Independent ავრცელებს.​

„რუსეთთან ურთიერთობის ეპოქა დასრულდა. ჩვენ გვჭირდება ახალი მიდგომა ევროპაში უსაფრთხოების მიმართ, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს სიმტკიცეზე, თავდაცვასა და შეკავებაზე", - ციტირებს გამოცემა ბრიტანელ მინისტრს.

ის ასევე მოითხოვს სანქციების გამკაცრებას და მოუწოდებს პარტნიორებს "სწრაფად და გადამწყვეტად" შეიარაღონ უკრაინა.

ცივი ომი იყო გეოპოლიტიკური დაძაბულობის პერიოდი შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს, შესაბამისად, მათ მოკავშირეებს - დასავლეთ ბლოკსა და აღმოსავლეთ ბლოკს შორის. ცივი ომი დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ისტორიკოსები ბოლომდე არ თანხმდებიან მის საწყის და დასასრულ პუნქტებზე, მაგრამ ეს პერიოდი ზოგადად მიჩნეულია, რომ მოიცავს 1947 წლის ტრუმენის დოქტრინას (1947 წლის 12 მარტი) საბჭოთა კავშირის 1991 წლის დაშლამდე (1991 წლის 26 დეკემბერი)

უკრაინაში 43 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაღუპულია 7 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.

თუმცა უკრაინელებმა მოწინააღმდეგეს კიევის ოლქიდან და სხვა ადგილებიდან გასვლა აიძულეს და გაათავისუფლეს ჩრდილოეთის დაპყრობილი ქალაქები და დასახლებული პუნქტები.


Print