ახალი ამბები
9 აპრილს ქუთაისში, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის დაღუპულებს პატივს მიაგებენ
FaceBook
9 აპრილს ქუთაისში, თეთრ ხიდზე 19:00 საათზე,  მდუმარე აქცია გაიმართება.

საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ დღეს, ადგილობრივები სანთლებითა და ყვავილებით შეიკრიბებიან და 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას კიდევ ერთხელ გაიხსენებენ. აქციის მონაწილეები პატივს მიაგებენ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში საბჭოთა რუსეთის ჯარმა მოკლა.

მდუმარე აქციაზე ასევე გაიხსენებენ უკრაინაში, რუსული ჯარის მიერ სასტიკად მოკლულ ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ რუსეთის, როგორც ბოროტების სიმბოლოს მოქმედებებს უკრაინაში.

2022 წლის 9 აპრილს 33 წელი სრულდება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული ანტისაბჭოთა აქცია სასტიკად დაარბია რუსულმა ჯარმა. საბჭოთა არმიამ ორლესული ნიჩბებით საქართველოს ათობით მოქალაქე მოკლა. დემონსტრაციის დასაშლელად გამოყენებული იყო მხუთავი აირი, რომელმაც ასობით ადამიანი მოწამლა. გარდაცვლილთა უმეტესობა ახალგაზრდა იყო, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც. 

აქციის ორგანიზატორია კამპანია "We Stand for U".
Print