ახალი ამბები
დღეს გაერო რუსეთისთვის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის შეჩერებაზე იმსჯელებს
FaceBook
დღეს, გაეროს გენერალური ასამბლეა, რუსეთისთვის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის შეჩერების შესახებ რეზოლუციას კენჭს უყრის.

ინიციატივა ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკუთვნის. ამერიკამ ეს მოთხოვნა მას შემდეგ წამოაყენა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და იქ რუსმა ჯარისკაცებმა სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს.

რუსეთისთვის წევრობის შეჩერებას გაეროს წევრი 193 ქვეყნის 2/3-ის მხარდაჭერა სჭირდება.

დღესვე, ნატოს მინისტერიალი გაიმართება ბრიუსელში, სადაც მიწვეულია საქართველოს ახლადანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების წარმომადგენლები იმსჯელებენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზე, ასევე, ნატოს 2030- ის კონცეფციაზე, ასპირანტებისთვის მხარდაჭერის თვალსაზრისით.
Print