ახალი ამბები
დღეს ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი გაიმართება
FaceBook
7 აპრილს, ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

მინისტერიალზე მიწვეულია საქართველოც. ბრიუსელში უკვე ჩავიდა საქართველოს ახალდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც. მინისტერიალს  ასევე ესწრება აშშ-ს სახელმწიფო მდივანი.

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების წარმომადგენლები იმსჯელებენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზე, ასევე, ნატოს 2030- ის კონცეფციაზე, ასპირანტებისთვის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

საქართველოსთან ერთად, შეხვედრაზე მიწვეული არიან კოლეგები უკრაინიდან, ფინეთიდან, შვედეთიდან, და ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე ნატოს პარტნიორები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში - ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია და კორეის რესპუბლიკა.
Print