ახალი ამბები
მრავალშვილიანმა ბელორუსმა დედამ პროტესტის ნიშნად ლუკაშენკოს გმირი დედის ორდენი დაუბრუნა
FaceBook
ბელორუსში, შვიდი შვილის დედამ, ოლენა იაკოვიშინამ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი დაგმო და  პროტესტის ნიშნად გმირი დედის ორდენი ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციას დაუბრუნა.

ბელორუსის ხელისუფლებამ იგი ორდენით  2019 წელს დააჯილდოვა.

თავის განმარტებაში ოლენა იაკოვიშინამ დაწერა, რომ დაკარგა პატივისცემა და ნდობა ლუკაშენკოს, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მიმართ.

"თქვენ აგრესორის ჯარებს ბელორუსის ტერიტორიას უთმობთ სუვერენულ უკრაინაში შეჭრისთვის, ჩემს ხალხსა და მშვიდობიან ქალაქებზე სასიკვდილო რაკეტების გაშვებისთვის ", - წერს ოლენა იაკოვიშინა.

ოლენას აქვს უკრაინის მოქალაქეობა, მაგრამ მუდმივად ცხოვრობს ბელორუსში.

უკრაინაში 42 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ბევრი ქალაქი და დასახლებული პუნქტი, თუმცა რუსი აგრესორები დიდი ქალაქების და საკვანძო წერტილების აღებას ვერ ახერხებენ.

უკრაინული მხარე რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.

Print