ახალი ამბები
ახალ წელს დაბადებულ ქუთაისელებს მერიისგან თანხა გადაეცემათ
FaceBook
5 000 ლარი დღეს დაბადებულ ყველა ქუთაისელზე გადანაწილდება.

პირველი ახალშობილი, რომელიც 2016 წელს ქუთაისში დაიბადა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა მოინახულეს.

ქუთაისში პირველი ახალშობილი ელენე ობოლაძეა, რომელიც "ახალი #2 სამშობიარო სახლში" დაიბადა.
ელენე დედასთან, თამარ კილაძესთან ერთად მერმა და მინისტრის მოადგილემ ინახულა. მას საახალწლო საჩუქრებთან ერთად ქუთაისის მერიისგან ფულადი თანხაც გადაეცემა.

შოთა მურღულიას თქმით წინასწარ ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 5 000 ლარი, რომელიც დღეს დაბადებულ ყველა ქუთაისელზე გადანაწილდება.
Print