ახალი ამბები
ლუჰანსკის მშვიდობიან მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებენ
FaceBook
ლუჰანსკის ხელისუფლებამ  მშვიდობიან მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

ლუჰანსკის მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ რუსეთის დაბომბვამ შეიძლება დაბლოკოს გაქცევის გზები.

ამიტომ „სანამ ეს უსაფრთხოა"დატოვონ ტერიტორია.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსული ძალები გადაჯგუფდებიან და ემზადებიან ახალი შეტევისთვის დონბასის რაიონში, რომელიც მოიცავს ლუჰანსკსაც.

ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა ონლაინ კომენტარებში განაცხადა, რომ უკრაინა ოთხშაბათს მიზნად ისახავს 11 ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

„ყველას გამოვიყვანთ, თუ რუსები შეკრების ადგილებზე მოხვედრის საშუალებას მოგვცემენ (ევაკუაციისთვის). რადგან, როგორც ხედავთ, ისინი ყოველთვის არ იცავენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მივმართავ ლუჰანსკის რეგიონის ყველა მაცხოვრებელს - ევაკუაცია მოახდინოს, სანამ უსაფრთხოა... სანამ არის ავტობუსები და მატარებლები - ისარგებლეთ შესაძლებლობით", -  წერს ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი სერხი გაიდაი Telegram -ზე. 

უკრაინაში 42 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ბევრი ქალაქი და დასახლებული პუნქტი, თუმცა რუსი აგრესორები დიდი ქალაქების და საკვანძო წერტილების აღებას ვერ ახერხებენ.

უკრაინული მხარე რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.

Print