ახალი ამბები
საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა
FaceBook
საქართველოში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ბოლო სამ თვეში, სახელმწიფოსგან ფულადი დახმარება კიდევ 8 929 ადამიანმა მოითხოვა. ქვეყნის მასშტაბით, შემწეობას 652 096 ადამიანი იღებს, რაც მოსახლეობის 17.5%-ს შეადგენს.

ბოლო სამი თვის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე გადარიცხულმა თანხამ 133 053 939 ლარი შეადგინა.

გასულ თვეში დახმარების მიმღებთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

იმერეთი - 84 253 ადამიანი; თბილისი - 132 979 ადამიანი; ქვემო ქართლი - 80 089 ადამიანი; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 76 597 ადამიანი; აჭარა - 71 893 ადამიანი; კახეთი - 66 570 ადამიანი; შიდა ქართლი - 58 714 ადამიანი; გურია - 27 922 ადამიანი; სამცხე-ჯავახეთი - 19 635 ადამიანი; მცხეთა-მთიანეთი - 18 815 ადამიანი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 14 629 ადამიანი.
Print