ახალი ამბები
ქუთაისში, ბუჩაში წამებით მოკლული უკრაინელების ხსოვნას პატივს მიაგებენ
FaceBook
დღეს ქუთაისში, ბუჩაში მომხდარ სისასტიკეს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ და რუსი ჯარისკაცების მიერ წამებით მოკლული ადამიანების ხსოვნას პატივს მიაგებენ.

მოქალაქეები თეთრ ხიდზე ყვავილებით და სანთლებით შეიკრიბებიან.

"პატივი მივაგოთ პუტინის და რუსი ჯალათების მიერ ბუჩაში მოწყობილი გენოციდის დროს დაღუპულებს. არა გენოციდს‼️ არა ძალადობას! სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!
- ამ სლოგანებით გააპროტესტებენ ადგილობრივები უკრაინაში, რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

რუსული ჯარი, მათ მიერ ალყაშემორტყმულ ბუჩაში, სასტიკად გაუსწორდა ადგილობრივებს. რუსი ჯარისკაცებისგან გაწმენდილ ქალაქში უკრაინელ სამხედროებს ტრაგიკული სურათი დახვდათ. ქუჩებში ასობით სამოქალაქო პირის ცხედარი იყო, მათ ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული. ადგილობრივები ყვებიან ოკუპანტების მიერ ჩადენილ წამებისა და გაუპატიურების ათობით ფაქტზე.

უკრაინაში 42 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, 7 ათასამდე სამოქალაქო პირია დაღუპული. განადგურებულია შენობების დიდი ნაწილი.
Print
თეგები: #აქცია #ბუჩა