ახალი ამბები
გპირდებით, რომ 2016 წელი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო წელი ქუთაისის ისტორიაში - შოთა მურღულია
FaceBook
"მინდა იცოდეთ, რომ ქალაქის თვითმმართველობა, ისევე როგორც 2015 წელს, ასევე 2016 წელს 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს"



ქუთაისის მერი შოთა მურღულია თანაქალაქელებს ახალ 2016 წელს ულოცავს. 

"ძვირფასო თანაქალაქელებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, მინდა ყოველივე საუკეთესო გისურვოთ. ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, დოვლათი და ყოველივე საუკეთესო ყოფილოყოს თქვენი ოჯახისათვის 2016 წელს, ჩვენი ქალაქისათვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისათვის.

მე მინდა თქვენ იცოდეთ, რომ ქალაქის თვითმმართველობა, ისევე როგორც 2015 წელს, ასევე 2016 წელს 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს, იმისათვის, რომ ეს დაპირება ახდეს და რაც შეიძლება წინ წავწიოთ ჩვენი ქალაქი და ჩვენი ქალაქის კეთილდღეობა. შესაბამისად, თითოეული ჩვენი ოჯახის კეთილდღეობა.

გპირდებით, რომ 2016 წელი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო წელი ქუთაისის ისტორიაში," - ნათქვამია ქუთაისის მერის შოთა მურღულიას საახალწლო ვიდეომიმართვაში.
Print