ახალი ამბები
„ომის აქტიური ეტაპი აპრილის შუა რიცხვებამდე უნდა დასრულდეს“ - არესტოვიჩი
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ ეტაპებზე საუბრობს და საკუთარ პროგნოზებს დებს.

მისი ვარაუდით, ომის აქტიური ეტაპი აპრილის შუა რიცხვებამდე უნდა დასრულდეს.

თუმცა, თუკი ამ თარიღამდე სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული, მაშინ პარტიზანული ომი დაიწყება, მიაჩნია არესტოვიჩს.

„თუ პარტიზანული ომი დაიწყება, მაშინ ჩვენ ყველას (რუს სამხედროებს) მოვკლავთ ბოლომდე, თუ ისინი არ დათანხმდებიან სამშვიდობო შეთანხმებას. ჩვენგანაც ბევრი  დაიღუპება. ამიტომ, გვაქვს ორი ვარიანტი: ან ყველას ვანადგურებთ ან მშვიდობაზე ვთანხმდებით. ვნახოთ რა იქნება".  

მანამდე ოლექსი არესტოვიჩმა იმ მოვლენებზეც ისაუბრა, რაც უკრაინაში დამარცხების შემდეგ კრემლში განვითარდება. 

"უკრაინაში დამარცხების შემდეგ, პუტინი იძულებული იქნება მტრები ეძებოს რუსეთის ფედერაციაში, რათა ჩამოწეროს თავისი წარუმატებლობა და გამარჯვებულად გამოიყურებოდეს რუსი  ხალხი თვალში",  - აღნიშნავს არესტოვიჩი.

მრჩევლის აზრით, რუსეთის პრეზიდენტისთვის აუცილებელი იქნება სხვადასხვა პირების მოღალატედ გამოცხადება და შიდა შეთქმულების გამოაშკარავება. 

"პუტინი გამარჯვებული რომ გამოჩნდეს, ის რაც უკრაინაში არ გამოუვიდა, საჭირო გახდება გამარჯვებული გახდეს შიდა შეთქმულებაში, რომელიც "რუსეთში იყო".  ვიღაცას მოღალატედ გამოაცხადებენ, მათ თავებს დააჭრიან. შემდეგ კი "გონივრულად დადებს მშვიდობას, რომელიც გადაარჩენს ევროპას".


არესტოვიჩი "მოღალტეებსაც" ასახელებს, რომელთაც დაბრალდება შეთქმულება. 

"მოღალატეებს" შორის შეიძლება იყოს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი".

უკრაინაში 41 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, 7 ათასამდე სამოქალაქო პირია დაღუპული. განადგურებულია შენობების დიდი ნაწილი.

უკრაინულმა არმიამ არაერთი ოლქი და ქალაქი გაათავისუფლა რუსი აგრესორებიდან.
Print