ახალი ამბები
ხარაგაულში "კონსერვატიული მოძრაობის" წინააღმდეგ აქცია გაიმართა
FaceBook
ხარაგაულში, ახალგაზრდები "კონსერვატიული პარტიის" წინააღმდეგ გამოდიან.
"არა პრორუსულ ძალას" - ამ სლოგანით ქალაქის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა.

"დავიწყებთ არაძალადობრივი, საგანმანათებლო კამპანიას, რომლის ფარგლებში ყველა სოფელში, ყველა ოჯახში მივალთ და ადამიანებს ავუხსნით, რომ „კონსერვატიული მოძრაობა“ პრორუსული ძალაა, რომ ესენი არ არიან ისინი როგორადაც თავს გვაცნობენ. ისინი აპელირებენ რელიგიური და პატრიოტული თემებით, მაგრამ ეს ასე არ არის"
, - ამბობს აქციის ერთი-ერთი მონაწილე შალა ჩხეიძე.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი არ დაუშვებენ პრორუსული ძალის მუშაობას ხარაგაულში, რომელსაც ამ დროისთვის ერთი ოფისი აქვთ და კიდევ გეგმავენ გახსნას.

"ამას არ დავუშვებთ, მის უფრო, როცა ამ ოფისებში წარმოდგენილი ადამიანები არ არიან ადგილობრივები. ამან კიდევ უფრო გაგვაღიაზანა ხარაგაულში მოსახლეობა", - ამბობენ ადგილობრივები.

"კონსერვატიული მოძრაობა "ალტ-ინფო" ძალადობრივი ჯგუფის მიერ არის დაფუნებული.

ხარაგაული არ არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი იმერეთში, სადაც "კონსერვატიულ მოძრაობას" ეწინააღმდეგებიან, მათი  მუშაობა გააპროტესტეს ხონშიც.

ქვეყნის მასშტაბით, "კონსერვატიული მოძრაობის" პოლიტიკას აპროტესტებენ სვანეთში, აჭარასა და გურიაშიც.

„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა.

4 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავეებად სცნო და ისინი პატიმრობაში დატოვა.

ფოტო: "ჩემი ხარაგაული"



Print