ახალი ამბები
მარიუპოლის არაკანონიერმა ხელმძღვანელობამ  ქალაქი „რუსეთის ნაწილად“ აღიარა (ვიდეო)
FaceBook
მარიუპოლში, უკრაინის ხელისუფლების მიერ აკრძალული ОПЗЖ  პარტიის დეპუტატებმა, რუსი სამხედროების მხარდაჭერით, ქალაქის "ხელმძღვანელად"  კონსტანტინე ივაშჩენკო აირჩიეს.

ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო იტყობინება და არჩევის ვიდეოც გაავრცელეს. 



რუსმა სამხედროებმა იძულებით ჩამოიყვანეს სხვა პარტიების დეპუტატები მარიუპოლიდან და მიმდებარე სოფლებიდან "სწორი სურათის" შესაქმნელად.

არაკანონიერმა საკრებულომ "2014 წლის რეფერენდუმის შედეგების" რატიფიცირება მოახდინა და მარიუპოლი "რუსეთის ნაწილად" აღიარა.

მარიუპოლი თვეზე მეტია ალყაშია. ქალაქი მიწასთან არის გასწორებული. 

მარიუპოლიდან გადარჩენილი და ევაკუირებული უკრაინელები საუბრობენ იმაზე, რომ ქალაქში  სრული უკანონობა სუფევს. ადამიანი შეიძლება მოკლან უკრაინის დროშისთვის, ან  უკრაინულად ნათქვამი ფრაზისთვის.

უკრაინაში 41-ე დღეა ომია.

24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.

Print