ახალი ამბები
"გააჩერეთ თქვენი ხელისუფლება" - უკრაინის ვიცე-პრემიერი ქართველ ჟურნალისტს
FaceBook
"ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი ძმები და დები, საშუალებას მისცემთ თქვენს ხელისუფლებას, რომ იარაღი კონტრაბანდის გზით შედიოდეს რუსეთში, რომელიც ჩვენს ქალებს და შვილებს კლავს", - თქვა  ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში უკრაინის ვიცე-პრემიერიმა ირინა ვერეშჩუკმა.

მან ეს  უკრაინის დაზვერვის მიერ  გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმად საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდის გზით შეიძლება შევიდეს საომარი ტექნიკა. 

"სადაზვერვო სამმართველომ საჯაროდ განაცხადა და დაადანაშაულა საქართველო და რუსეთი, რომ ჩვენს ზურგს უკან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, როგორ გახსნან კონტრაბანდის გზა...არ არის ალაპრაკი მაკრონსა და წიწიბურაზე საუბარი საომარ ტექნიაკზე, ნაწილებზეა... "
- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, კონტრაბანდაზე ინფორმაცია მართალია, რადგან მას არ აქვს საფუძველი არ დავუჯეროს უკრაინის სადაზვერვო სამსახურებს, თანაც მათ ეს საჯაროდ განაცხადეს.

"რატომ არის ეს შესაძლებელი?! რატომ აძლევთ უფლებას საქართველოს ხელისუფლებას მისცენ ბრძანებები საქართველოს სპეცსასმახურებს, რომ თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე?! თქვენ მელაპარაკებით ქართველი ხალხის სახელით მწუხარებაზე, მადლობა ამ სიტყვებისთვის, მაგრამ რატომ აძლევთ ამის უფლებას თქვენს პრემიერს,  ხელისუფლებას. რომელთაც არ ესმით რა მოხდება მომავალში, თუ დღეს არ შევაჩერებთ რუსეთს და პუტინს... ჩვენ ვართ ნეიტრალურები, ვერ დავაწესებთ სანქციებს... არ არის შეასაძლებელი ამის ლაპარაკი. თქვენ ამან ვერ გადაგარჩინათ 2008 -ში ომისგან, ვერც ახლა გადაგარჩენთ.

დიდი იმედი მაქვს ქართველი ხალხი, რომელთაც ქუჩაში ვხედავდი ასობით ათასს, მათ არ უნდათ რომ საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც ქართველი  ხალხის მიერ არის არჩეული, ასე მოიქცეს უკრაინასთან მიმართებაში, თანაც ეს ყველაფერი იმ კადრების ფონზე რასაც ვუყურებთ უკრაინიდან.  

მე როგორც მინისტრი... ამ საშინელების შესახებ ვიცი  და ამას ყოველ დღე ვუყურებ. ვერ ვიჯერებ რომ თქვენ ქართველები ჩვენი ძმები და დები საშუალებას მისცემთ იმას, რომ იარაღი კონტრაბანდის გზით შემოდიოდეს რუსეთში, რომელიც კლავს ჩვენს ქალებს და შვილებს ირპენსა და ბუჩაში. ნუთუ ეს შესაძლებელია?! ჰკითხეთ თქვენს თავს რატომ  მოხდა ეს?! ... გააჩერეთ თქვენი ხელისუფლება არ დაუშვათ კონტრაბანდული იარაღი თქვენს ტერიტორიაზე, ამით დაგვიდექით გვერდით. "
(სინქრონული თარგმანი) -  ამბობს ვერეშჩუკი. 

უკრაინაში 40 დღეა ომია. 24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 2 აპრილს განაცხადა რუსეთის არმიისგან კიევის ოლქის სრული გათავისუფლების შესახებ. მომდევნო დღეს მსოფლიოს მასმედია მოიარა კადრებმა, რომლებიც საერთაშორისო სააგენტოების ჟურნალისტებმა გადაიღეს კიევის შემოგარენში, იმ რაიონებში, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული.

ამ პატარა ქალაქებში იპოვეს მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის გვამი, ბევრ მათგანს ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული. ისინი თავში გასროლით არიან მოკლული. როგორც უკრაინული მხარე იტყობინება, წასვლამდე რუსეთის ჯარები შეეცადნენ ზოგიერთი გვამის დაწვას. აღმოჩენილია ძმათა სასაფლაოები.


Print