ახალი ამბები
5 ივლისს, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ სცნო
FaceBook
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულები დამნაშედ სცნო.
საუბარია 5 ივლისის მოვლენებზე, როცა აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს და ოპერატორებს  ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაკავებულებს, გიორგი ნასყიდაშვილს, გიორგი კახიანს, რომეო კეკუტიას, ზაზა მჭედლიძეს შეეფარდათ პატიმრობა 1 წლითა და 3 თვის ვადით, ილია ქებაძეს, თემურ ხარაულს - 1 წლით და 2 თვის ვადით, უშანგი დათუნაშვილს კი 5000-ლარის ოდენობით გირაო დაეკისრა.

აღნიშნული ეპიზოდი „ფორმულას“, იმედისა“ და „მთავარის“ წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

5 ივლისის ძალადობრივი აქციის დროს 56 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის, 47 ჟურნალისტი. მაშინ მიყენებული ტრამვის შემდეგ გარდაიცვალა ტვ "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. 

Print