ახალი ამბები
სტუდია „ქართული ფილმი“ რუსეთის და დსთ-ს სხვა ქვეყნების კინოსტუდიების ალიანსში გაერთიანდა
FaceBook
საქართველოს კინოსტუდია „ქართული ფილმი“ დსთ-ს  ცნობილ კინოსტუდიებთან ალიანსში გაერთიანდა. 

ალიანსი გულისხმობს კინოპროდუქციის ერთობლივ წარმოებას.

ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის კინემატოგრაფიის სააგენტოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს სააგენტო ფერგანა

ალიანსის შექმნის გადაწყვეტილება დუშანბეში მიიღეს დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს კინოსტუდიების დირექტორთა IV საბჭოზე, სადაც საუბარი იყო კინემატოგრაფიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისეთ კინოკონცერნებსა და კინოსტუდიებს შორის როგორებიცაა „მოსფილმი“,  „ლენფილმი“,  „ბელარუსფილმი“,  „უზბეკფილმი“ და სხვა. 

„ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია და არ ვაწარმოებთ პოლიტიკურ იდეებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გაერთიანება, როგორც ჩვენი ქვეყნების კინოინდუსტრიის განვითარებისა და კინობაზრების განვითარების საშუალება, რამაც შეიძლება ახალი იმპულსი მისცეს ეროვნულ კინოსკოლებს და ზოგადად კინოინდუსტრიის განვითარებას", - ტაჯიკიფილმის გენერალურმა დირექტორმა მაჰმადსაიდ შოხიენმა.

საბჭოზე თანამშრომლობის პოზიტიურ მაგალითად მოიყვანეს უზბეკეთი, რომელიც ამ წლის პირველ ნახევარში 4 ფილმს წარმოადგენს რუსეთთან ერთად.

უკრაინაში რუსების სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილმა კინოფესტივალებმა და კინოგაერთიანებებმა რუსულ კინოსტუდიებთან კავშირი გაწყვიტეს. 

Print