ახალი ამბები
უკრაინაში რუსულ აგრესიას 161 ბავშვი ემსხვერპლა
FaceBook
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის შედეგად 161 ბავშვი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის 264 ბავშვია დაშავებული.

„4 აპრილის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 425-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა. მათგან, 161 ბავშვი დაიღუპა და 264 - დაშავდა. ეს მონაცემები არ არის საბოლოო“,- ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

დაბომბვის შედეგად 869 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, მათგან 83 სრულად განადგურებულია.

ურაინაში 40 დღეა ომია.

ამ ხნის განმავლობაში ოკუპანტები არ ინდობენ მშვიდობიან მოქალაქეებს. ანადგრურებენ და ბომბავენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.



Print