ახალი ამბები
წყალტუბოში, მდინარე ლეხიდარში ჩავარდნილი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
FaceBook
წყალტუბოში,  მდინარე ლეხიდარში  გადავარდნილი ახალგაზრდა მაშველებმა ორდღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო მაშველებმა ცხედარი მდინარიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს. 

ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით პროზექტურაშია გადასვენებული.

2 აპრილს, წყალტუბოს სოფელ ლეიხადარში, მდინარესთან ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა. მის საშველად მდინარეში ადგილზე მყოფი მამაც შევიდა, თუმცა, შვილის პოვნა ვერ შეძლო.
Print