ახალი ამბები
რუსეთი შეეცდება 9 მაისამდე მაინც მიაღწიოს გარკვეულ გამარჯვებას - აშშ-ს დაზვერვა
FaceBook
რუსეთმა გადახედა უკრაინაში ომის სტრატეგიას და ცდილობს 9 მაისისთვის დონბასის და აღმოსავლეთ უკრაინის სხვა რეგიონების ხელში ჩაგდებას.
ამის შესახებ CNN,  აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს. 

ერთ თვეზე მეტია რუსეთის სახმელეთო ძალები ვერ ახერხებენ კონტროლს იმ რეგიონებზე, სადაც იბრძვიან. გამოცემის ინფორმაციით, პუტინი თითქოს იძულებულია აჩვენოს, რომ რაღაცნაირი გამარჯვების უნარი აქვს და აღმოსავლეთ უკრაინა ის ადგილია, სადაც მას ამის შესაძლებლობა ექნება. 

„პუტინი გამარჯვების აღლუმს გამართავს 9 მაისს, მიუხედავად ომის მდგომარეობისა თუ სამშვიდობო მოლაპარაკებებისა“, - თქვა ევროპის თავდაცვის წარმომადგენელმა.

ნებისმიერი ვადა, რომელიც მოსკოვს სიტყვებით შეუძლია დასახოს, არ ცვლის რეალობას ადგილზე და, როგორც ჩანს, რუსეთი ემზადება გაჭიანურებული დაპირისპირებისთვის, ამბობენ დასავლური დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლები.

9 მაისი არის ცნობილი დღესასწაული რუსეთის კალენდარში, დღე, როდესაც ქვეყანა აღნიშნავს ნაცისტების ჩაბარებას მეორე მსოფლიო ომში ჯარებისა და შეიარაღების უზარმაზარი აღლუმით კრემლის წინ წითელ მოედანზე.

უკრაინაში 39-ე დღეა ომია.

24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის დაწყების შესახებ განაცხადა.  რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
Print