ახალი ამბები
წყალტუბოს მდინარე ლეხიდარში ჩავარდნილ მოზარდს მეორე დღეა ეძებენ
FaceBook
წყლტუბოში, მდინარე ლეხიდარში მეორე დღეა მოზარდს ეძებენ.
ახალგაზრდას, რომელსაც  ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა, 30-მდე მაშველი ამ დრომდე ეძებს. 

საგანგებო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით,  სამაშველო ოპერაციაში  45 მეხანძრე-მაშველია ჩართული. 

"ამ დროისთვის, მიმდინარეობს მდინარის სანაპირო ზოლის და ზედაპირის დათვალიერება. ასევე, ტერიტორიის მონიტორინგი ხდება საფრენი აპარატის, დრონის მეშვეობითაც.  ტერიტორიაზე მოწყობილია საველე შტაბები, მდინარე რიონსა და ლეხინდრეს შესართავთან მობილიზებულია დამატებითი ჯგუფები და მიმდინარეობს 24 საათიანი მონიტორინგი", - განმარტავენ სამაშველო სამსახურში. 

2 აპრილს, წყალტუბოს სოფელ ლეიხადარში, მდინარესთან ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა. მის საშველად მდინარეში ადგილზე მყოფი მამაც შევიდა, თუმცა, შვილის პოვნა ვერ შეძლო. 





Print
თეგები: #წყალტუბო