ახალი ამბები
Anonymous-მა რუსეთის საბრძოლო იარაღის ქარხნის მონაცემთა ბაზა გატეხა
FaceBook
ჰაქტივისტთა ჯგუფმა Anonymous-მა გატეხა რუსეთში ლიპეცკის მექანიკური ქარხნის მონაცემთა ელექტრონული ბაზა.


ქარხანა აწარმოებს კომპონენტებს საზენიტო-სარაკეტო სისტემებისთვის. ჰაკერებმა ქარხნიდან 25 GB მონაცემი გაასაჯაროეს. ეს ინფორმაცია ხელს შეუწყობს რუსული საჰაერო თავდაცვის სისუსტეების დადგენას. ასევე გამოქვეყნებულია ქარხნის ყველა მიმოწერა.

"ანონიმუსები" რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე საათში გამოჩნდნენ და კიბერ ომი გამოუცხადეს ვლადიმერ პუტინს და მის მმართველობას.

უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, ჰაქტივისტებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, კრემლისა და რუსული სამთავრობო ტელევიზიების ვებ-გვერდები გათიშეს.
Print